18:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 11:40:39, 1236 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესოს

ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები დააწესოს რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „AFP News Agency“ Twitter-ით ავრცელებს.

გამოიცემის თანახმად, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგი  დაჟინებით მოითხოვს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ შეზღუდვების შემოღებას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამო.

„დიახ, ასეთი წინადადება არსებობს, მაგრამ რადგან ახლა ერთიანი პოზიცია განიხილება, საბოლოო პასუხი არ გვაქვს, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება,“- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მოსკოვის პატრიარქს მწვავედ აკრიტიკებენ რუსული ჯარების ქმედებების მხარდაჭერისა და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლთა და ტანჯვისადმი დუმილის გამო.

ამასთან პატრიარქი ამტკიცებს, რომ რუსეთი თავს არასდროს არავის დასხმია. ის მხოლოდ თავის საზღვრებს იცავდა

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics