|
2022-05-03 11:38:35, 1072 ნახვა
ეკონომიკა
7 მაისს რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება
7 მაისს, რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება. ამასთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმის დეპარამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა ლატვიის დედაქალაქში საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები გამართეს. რიგაში, ავიაკომპანია „Air Baltic“-ისა და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და რიგა-ბათუმის ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავიაკომპანია „Air Baltic“ რიგადან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ სექტემბრის ბოლომდე იფრენს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, მოთხოვნა ბათუმის მიმართულებაზე მაღალია, როგორც ლატვიაში, ისე ესტონეთსა და ლიეტუვაში. შესაბამისად, ავიაკომპანია გეგმავს შიდა დამაკავშირებელი ფრენების დანიშვნას, რათა ტურისტებმა რიგის გავლით სამივე ქვეყნიდან შეძლონ ბათუმში ჩამოფრენა. რიგაში, როგორც ლიეტუვაში გამართულ შეხვედრას ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და საქართველოში ლატვიელი ტურისტების შემოყვანის საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია „Air Baltic”-ის ორგანიზებით გაიმართა. მას საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე ესწრებოდა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)