|
2022-05-02 19:51:38, 1093 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა
ევან დავითაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით,შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების ვრცელ სპექტრზე. აღინიშნა, რომ საქართველომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თავის მხრივ, ჩეხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩეხეთის პოზიცია საქართველოს ევროკავშირსა და NATO - ში გაწევრიანების მიმართულებით, აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აღნიშნულ ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის მოკლე ვადებში გაწევრიანებას და სრული მხარდაჭერა აღუთქვა რეფორმების განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მათ შორის, ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორებში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას, რომლის დროსაც ორი ქვეყნის დელეგაციებმა განსაზღვრეს სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიესალმა თბილისში ჩეხეთის ვაჭრობის ხელშეწყობის სამთავრობო სააგენტოს CzechTrade-ის ოფისის გახსნას. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ოფისი სამომავლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ჩეხეთის სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში, ორი ქართულ - ჩეხური ბიზნეს ფორუმის გამართვას, რომელიც თბილისსა და ბათუმში ჩატარდება. ამ მიზნით, საქართველოში 30 ჩეხი ბიზნესმენი ჩამოვიდა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)