00:35 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-30 15:24:24, 1207 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გაბაშვილის №8 შენობის კედლის გამაგრება, ძველი ანძების ფუნდამენტის დემონტაჟი და ახალი ფუნდამენტის ჩასხმა, ასევე, ზედა სადგურის ტერიტორიაზე ქვაბულის გაჭრის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მიმდინარე პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი გულისხმობს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრულ რეაბილიტაციას და ხუთი ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. აღნიშნულ სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ აწარმოებს, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე  4.07 წუთი იქნება, ხოლო  მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი.

აღნიშნული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და დაახლოებით, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტაციის შემდგომ, რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო სამართავად მთაწმინდის პარკს გადაეცემა.“ - აღნიშნულია უწყებაში.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics