|
2022-04-30 15:02:00, 1106 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთისა და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის კონტაქტები და ისტორიული მეგობრობა
სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის ტრადიციულად კეთილმეზობლური კავშირები, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს მაღალი დონის შეხევდრების და ვიზიტების ურთიერთგაცვლა. მინისტრები მიესალმნენ საქართველო- სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს საიუბილეო თარიღის სათანადოდ აღნიშვნას. თანამშრომლობის ძირითად სფეროებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ, ვაჭრობის მიმართულებებს და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს. აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ამოქმედების მნიშვნელობას, მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მიმართონ ძალისხმევა, მათ შორის ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომების სისტემატიურად ჩატარების საკითხზე, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი. დადებითი შეფასება მიეცა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და განსაკუთრებით ბოლო წლებში ამ მხრივ არსებულ პოზიტიურ დინამიკას, მინისტრები შეთანხმდნენ ტურიზმის მზარდი ნაკადების გათვალისწინებით იმუშაონ დამატებითი ხელმშემწყობი მექანიზმების ამოქმედების კუთხით. ასევე დადებითად იქნა შეფასებული საქართველოსა და სომხეთის კავშირები კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებით. შეხვედრაზე მინისტრები შეთანხმდნენ მჭიდრო ორმხრივი კონტაქტების შენარჩუნებასა და ქვეყნებისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. შეხვედრის შემდგომ გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ერთობლივი განცხადებები პრესასთან. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გვირგვინით შეამკო ეროვნული მემორიალი.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)