16:34 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-30 01:02:48, 1468 ნახვა

მსოფლიო
ალიევი უკრაინას - ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ დაეთანხმოთ ოკუპაციას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ალიევმა საერთაშორისო კონფერენციის „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“ მონაწილეებთან საუბრისას თქვა, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ უნდა იყოს დამახინჯებული. 

 „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს და ამას ღიად ვაცხადებთ, ხის მიღმა არ ვიმალებით. დიახ, ჩვენ არ უარვყოფთ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. საერთაშორისო სამართლის პრინციპები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამახინჯებული პოლიტიკური უპირატესობის გამო“. - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის პრინციპები ყველა ქვეყნისთვის სამართლიანი უნდა იყოს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ დაეთანხმოთ ოკუპაციას“, - ურჩია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკრაინას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics