10:59 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 21:46:32, 1591 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სახმელეთო სარდლობის შტაბის უფროსს უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით ნატოს სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მუსტაფა ოღუზი იმყოფება. -ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით,დღეს ნატოელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა,  გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზს მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) მხრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე აღნიშნული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზის პირადი ჩართულობა ხაზგასმით აღინიშნა.

გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა ნატოს სახმელეთო სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ნატო-საქართველოს სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების კუთხით.

თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და უწყვეტი მხარდაჭერით  შეიქმნა და განვითარდა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც წარმატებით მასპინძლობს ნატოს სტანდარტის სწავლებებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics