22:00 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 15:16:43, 1837 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ივანიშვილის ჩანაწერებზე - ვითხოვ განმარტებას, ითვლება თუ არა მსგავსი ქცევა ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ

ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი მაიკლ გალერი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ ევტუშენკოვის სავარაუდო აუდიოჩანაწერს ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. 

როგორც ევროპარლამენტარი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, "ქართულმა ოცნებამ" უნდა განმარტოს, ითვლება თუ არა ასეთი ქცევა საქართველოს ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ. 

"„ქართული ოცნებისგან“ ვითხოვ განმარტებას, ითვლება თუ არა ასეთი ქცევა საქართველოს ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ,"- წერს მაიკლ გალერი. 

ცნობისთვის, 25 აპრილს გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics