|
2022-04-27 14:06:41, 1153 ნახვა
ეკონომიკა
საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - თურქეთის ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა
საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ექსპერტთა ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომაზე განხილულ იქნა საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მხარეთა მიერ საავტომობილო მიმოსვლის სფეროში მოქმედი მთავრობათაშორისი შეთანხმების მოთხოვნათა დაცვა და ორმხრივი საავტომობილო მიმოსვლის კვოტირებული ნებართვების დადგენა/გაცვლის, ასევე რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის საკითხი და სხვა „ძალიან წარმატებით ჩატარდა ქართულ - თურქული შერეული კომისიის სხდომა. აღსანიშნავია, რომ ეს სხდომა გაიმართა 2021 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდეგ, პრაქტიკულად, 6 თვეში შევძელით და კოლეგებთან ერთად შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გვემსჯელა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი გადამზიდველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციის შესახებ და მიღწეულ იქნა შეთანხმება უახლოესი პერიოდისთვის ქართველი გადამზიდველებისთვის საჭირო სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის თაობაზე" - განაცხადა ლევან გამყრელიძემ სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც განისაზღვრა საავტომობილო მიმოსვლის სფეროს ყველა აქტუალური მიმართულება.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)