|
2022-04-26 17:04:49, 2428 ნახვა
კომენტარი
სიმონიანი - ხომ არ გაგვეუქმებინა საჰაერო კავშირებზე აკრძალვა? საქართველოს ხელისუფლებაში ამას ძალიან ელიან
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. - ასე ეხმაურება საკუთარ Telegram არხზე რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს უკრაინასთან მიმართებაში კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა განიხილოს საქართველოსთან სააერო კავშირზე აკრძალვის მოხსნის საკითხი. " საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ესროლა, თავად დააკავეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, რიტორიკა მშვიდი აქვთ, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს წევრს ОДКБ-ში. ხომ არ გაგვეუქმებინა მათთან საჰაერო კავშირებზე აკრძალვა? ისინი ამას ძალიან ელიან. " - წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე სიმონიანი. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)