|
2022-04-22 10:47:58, 1229 ნახვა
პოლიტიკა
დენისოვა - მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარება. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. მისივე თქმით, მსოფლიო თანამეგობრობამ, რეაგირება უნდა მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე. "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვან საერთაშორისო სამართალი -კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვითაც, არავინ უნდა იყოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის ობიექტი. სასამართლო დარბაზში მიხეილმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგებით, სურს აქ ყოფნა და გმირი უკრაინელი ხალხის დახმარება. მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე"- წერს დენისოვა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებამდე დაბრუნდა, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა, რამაც ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესები გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)