01:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 01:26:31, 3044 ნახვა

ომი უკრაინაში
ქალაქ ნიკოლაევში რამდენიმე აფეთქება მოხდა - ვიდეო

დღეს გვიან საღამოს, ქალაქ ნიკოლაევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. - ამის შესახებ ნიკოლაევის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

„ვარკვევთ სიტუაციას. ოპერატიულ ინფორმაციას დილით შეგატყობინებთ“, - განაცხადა მან.

ამასობაში ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, რომ რუსეთის ჯარებმა დროებით ოკუპირებული ხერსონის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს ნიკოლაევს.

უკრაინის პრეზიდენტის ვლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ბრძოლა დონბასისთვის, რომელსაც ისინი ამდენი ხანი ემზადებოდნენ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვაში განაცხადა.

"ბილინკეტის" გამომძიებელი ჟურნალისტის ხრისტო გროზევის ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს ხარკოვისა და ნიკოლაევის მძიმე მსხვილკალიბრიანი რაკეტებით დაბომბვა,

"ახლა მიმდინარეობს ხარკოვისა და ნიკოლაევის მძიმე მსხვილკალიბრიანი დაბომბვა, ისევე როგორც უკრაინული პოზიციების უმეტესობა ლუგანსკსა და დონეცკში. ნათელია, რომ დღეს რუსეთმა დაიწყო ომის ახალი ეტაპი - მხოლოდ ერთი ფრონტი კონცენტრირებულია აღმოსავლეთში. უკრაინა." -წერს გროზევი.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ხერსონიდან იბომბება ნიკოლაევის ოლქი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics