01:39 - 26 Jul, 2026
|
2022-04-15 12:30:54, 1396 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში დღეს გაემგზავრება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში დღეს გაემგზავრება. დელეგაციის წევრები გამგზავრებასთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, ამ წუთებში არიან შეკრებილები. არსებული ინფორმაციით, უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. კიევში მმართველი გუნდიდან წავლენ: შალვა პაპუაშვილი, დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დელეგაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა ოპოზიციური პარტიებიდან დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ლევან იოსელიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)