01:39 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 23:00:08, 1060 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთში ქართული და აფხაზური ენები ერთნაირად იზღუდება

"ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთში ქართული და აფხაზური ენები ერთნაირად იზღუდება,  - ამის შესახებ, საქართველოს პრეზდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დედა-ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მეგრულის, სვანურის და ჭანურისა-ლაზურის დაცვა . 

" რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. 

ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამე თუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის. " - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ რომ 1978 წლის 14 აპრილს საპროტესტო გამოსვლები თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დაიწყო .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics