|
2022-04-14 17:29:20, 1172 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - მიველსამები იძულებით დეპუტინიზაციას „ღალატის პარტიაში“
ბიძინ-კობახიძის „ღალატის პარტიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში, კერძოდ ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით. მათ აზრი ერთ დღეში შეიცვალეს, იმისდა მიუხედავად, რომ თვენახევარია ღიად პრორუსული რიტორიკით არიან დაკავებულნი, რაც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სიტყვიერი შეტევებით გამოიხატება, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ოქრიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მართველმა პარტიამ ისიც კი იკადრა, თითქოს, უკრაინელებმა ბუჩაში დახოცილი ადამიანები დაალაგეს და გენოციდის სურათი დადგეს, ხოლო, ამის შემდეგ, უცებ, გონება გაუნათდათ და საპარლამენტო ვიზიტით მიემგზავრებიან უკრაინაში. მოხდა შემდეგი: სწორედ ამ ახალმა გარემოებებმა განაპირობა ახალი დროშის გადმოფენა და ე.წ. თვითდეპუტინიზაციის პროცესის დაწყება ბიძინ- კობახიძის პარტიაში. მომავალში, უნდა ველოდოთ „პლასტინკის“ სრულ ამოტრიალებას და ამ პირობებში, არც რუსეთისა და პუტინის გინებას გამოვრიცხავ „ღალატის პარტიის“ მხრიდან. მიველსამები ამ იძულებით დეპუტინიზაციას „ღალატის პარტიაში“. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ჩვენ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველებს მოღალატე და მოთამაშე ადამიანი გვმართავს!",- განაცხადა ოქრუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)