|
2022-04-13 21:36:14, 1209 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უკრაინაში ოპოზიცია ცალკე გაემგზავრება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიცია და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ცალ-ცალკე გაემგზავრებიან. „დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომელიც არის ჩვენი ფრაქციის პოზიცია, ჩემი პარტიის პოზიცია. კარგია, თუ შალვა პაპუაშვილი მიემგზავრება უკრაინაში, რაც ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადებიდან და კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგრამ ეს არ იქნება ერთობლივი ვიზიტი. ოპოზიცია წავა ცალკე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე – ცალკე. ეს იყო ჩემი პოზიცია, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის უმრავლესობას ვუთხარი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირას შედგება. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციასთან შეხვედრაზე, მან შესთავაზა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც ყოფილიყვნენ დელეგაციაში, თუმცა ეს არ გაიზიარეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)