|
2022-04-13 13:24:25, 1198 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან
ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ეს იქნებოდა ჰუმანური, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზეცაა საუბარი. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში. "სააკაშვილი ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ეს იქნებოდა ჰუმანური. რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, სახელმწიფომ, სისტემამ იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა, ეს პირი დაკავებულია როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ბოლოს ანგარიშის ერთ-ერთ თავში - "წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობა" მიხეილ სააკაშვილის დაკავების პირობებსა და გარემოებებზე წერს. ანგარიშში საუბარია, რომ 11 ნოემბერს ომბუდსმენის ოფისმა სახელმწიფო ინსპექტორს სთხოვა გამოეძია ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტები. კერძოდ, ეს ეხება რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხეში მოშიმშილე სააკაშვილის იძულებით გადაყვანას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)