08:51 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 16:05:43, 2346 ნახვა

საზოგადოება
შიდა ფრენების მიმართულებით განრიგში ცვლილებები შედის

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით შიდა რეისები დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, ნატახტარის აეროპორტიდან  განხორციელდება. ცვლილებები შეეხება ბათუმის მიმართულებით სამგზავრო ტიპის ავიახომალდსაც. საშუალო ზომის საჰაერო ხომალდის ნაცვლად, ფრენები დროებით, მცირე ზომის L-410 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს საშუალო ზომის, ემბრაერის ტიპის ხომალდი ასრულებდა,რომელიც ამჟამად ტექნიკურ შემოწმებას გადის. სწორედ ამიტომ შევიდა განრიგში ცვლილებები და შეიცვალა საჰაერო ხომალდიც და აეროპორტიც. თბილისიდან ნატახტარში მგზავრებს, როგორც მესტია-ამბროლაურის რეისებზე, ბათუმის მიმართულებითაც თბილისის ცენტრიდან (პირველი რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედის მონუმენტის მოპირდაპირე მხარე) უფასო მიკროავტობუსი მოემსახურებათ.

მგზავრებს გთხოვთ, ბილეთის შეძენისას ვებგგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

გაითვალისწინოთ ცვლილება და ბათუმში გამგზავრებისას თბილისის ნაცვლად მონიშნეთ ნატახტარი.

ცვლილებები შეეხება მესტიის მიმართულებით ფრენებსაც. ავიარეისები პარასკევისა და კვირის ნაცვლად, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics