|
2022-04-11 12:00:50, 1626 ნახვა
სამხედრო
პალდოში რეზერვისტების შეკრება გაიმართა
ეროვნული გვარდიის საველე-საწვრთნელ ბაზაზე ,,პალდო" მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე კადრირებული ბატალიონის მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა. რეზერვისტების შეკრებას საჯარო და კერძო სექტორიდან მათი დამსაქმებლები დაესწრნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სტუმრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა. "ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეიმს ტომპსონი და ODC-ის წარმომადგენელი, მაიორი ზაქ ქასელი დაესწრნენ. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული რეზერვის დამსაქმებლებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს და შეკრების ფარგლებში, რეზერვისტთა მომზადების მიმართულებები გააცნეს. მოწვეულმა სტუმრებმა ერთი დღე რეზერვისტებთან ერთად გაატარეს. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და რეზერვისტთა საბრძოლო და თეორიულ აქტივობებს დაესწრნენ. ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს." - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)