21:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 14:43:50, 2018 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შს მინისტრი არ გამორიცხავს, რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და ოდესაზე შეტევა კიდევ სცადონ

რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და ოდესაზე თავდასხმა, შესაძლოა, კვლავ სცადონ, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„თუ ვისაუბრებთ დედაქალაქზე, კიევის მიმართულებასა და რუსული ჯარების დაჯგუფებაზე ბელორუსიაში, სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, რომ კიევი იყოს მათი თავდასხმების შემდეგი ეტაპი“, -აცხადებს დენისენკო. 

დენისენკოს თქმით, რუსი დამპყრობების მთავარ ამოცანად რჩება შეტევა დონბასში, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში. რუსები ცდილობენ პოპასნაიას და რუბიჟნეს დაკავებას, ამასთანავე, მათთვის პრიორიტეტად კვლავ რჩება მარიუპოლი. ისინი ცდილობენ მის დაკავებას, რათა შემდეგ განაგრძონ შეტევა სლავიანსკის - კრამატორსკის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია დამოუკიდებელ უკრაინაში შეიჭრა და ქვეყანაში ნამდვილი კოლაფსი გამოიწვია. დამპყრობლები არა მხოლოდ იკავებენ სამხედრო ნაწილებს, აეროპორტებსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს, არამედ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებენ ქალაქების მაღალსართულიან შენობებსაც. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics