17:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 16:25:29, 1815 ნახვა

რეგიონი
შუახევში, სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

შუახევში, სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

შეხვედრები გაიმართა ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობასთან, რომელსაც შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის პირველ მოადგილე, მირიან აბაშიძე, საკრებულოს წევრები მალხაზ ტაკიძე, ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

საერთო კრებებზე მოსახლეობამ ის პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსების ფარგლებშია შესაძლებელი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას.

შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში მათი განხორციელება დაიწყება.

 

 

 
 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics