09:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 23:08:02, 769 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს

საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატების ქმედებები ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს

„საფრანგეთმა გადაწყვიტა გააძევა დიპლომატიური სტატუსის მქონე რუსი თანამშრომელი, რომელთა ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დასაქმებულთა ზუსტი რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ AFP-ის წყაროს ცნობით, საუბარია 35 რუსზე.

მანამდე გერმანიამ გამოაცხადა რამდენიმე ათეული რუსი დიპლომატის გაძევება მისი ტერიტორიიდან, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხს დაჰპირდა.

გერმანიის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics