08:33 - 26 Jul, 2026
|
2022-03-31 17:03:12, 557 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი უკრაინის ელჩის გაწვევაზე: მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ უსამართლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე. „საქართველოსთან შედარებით, პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო კი მართლა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. ამიტომ ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია, თუმცა სიღრმეში არ შევალ. ეს ადამიანი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა იმყოფება ომში. მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას თავისი ქვეყნის დაცვაში, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთ და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ გაუგებრობებზე და, ჩემი აზრით, უსამართლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა დავითულიანმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)