|
2022-03-31 15:18:33, 2700 ნახვა
სამხედრო
ოკუპირებული ცხინვალის 300-მა ჯარისკაცმა უკრაინაში იარაღი დაყარა და უკან გამოიქცა
300-მა ჯარისკაცმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან უარი თქვა უკრაინაში პუტინისთვის ბრძოლაზე. მათ გადაწყვიტეს არ დაემორჩილებინათ რუსების ბრძანება და სახლში დაბრუნდნენ ოსი ჟურნალისტის თქმით, უკრაინაში გაგზავნის გამო სამხრეთ ოსეთი არსებითად დარჩა თავისი სამხედროების უმეტესობის გარეშე, რამაც უკმაყოფილების მნიშვნელოვანი ტალღა გამოიწვია. და ერთ-ერთი ბოლო წვეთი იყო ინციდენტი, როდესაც ერთმა მეთაურმა აუკრძალა ოსებს გარდაცვლილი თანამებრძოლის ცხედრის გატანა ბრძოლის ველიდან. გარდა ამისა, რუსეთი ელოდა, რომ ოსები კამიკაძეების სტილში კარგად დაცულ უკრაინულ პოზიციებზე შეტევას აპირებდნენ, მაგრამ ასეთ სიგიჟეზე არ წასულან. მაშინ რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა ოსურ ქვედანაყოფს საბრძოლო მასალისა და რუკების მიწოდებაზე. "ეს საზარბაზნე ხორცი არ არის, ძალიან ცოტანი ვართ, ჩვენ, პრაქტიკულად, უკვე გენოფონდი დავკარგეთ". - თქვა მან მედიის ცნობით. კოკოითი ამბობს, რომ უკრაინაში სამხედროები, შესაძლოა, დაიღუპონ და ეს ის ახალგაზრდობაა, რომელიც "ახლა დგება ფეხზე". კოკოითიმ ისაუბრა უკრაინაში ოკუპანტების მხარეს მებრძოლ, დაღუპულ ანდრეი ბაკაევზე, რომელსაც, მისი ინფორმაციით, შვილი დარჩა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)