13:56 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 15:03:18, 405 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს მარია თეოდორუს უმასპინძლა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის მეგობრობასა და პარტნიორობას და მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის საომარმა მოქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა ევროატლანტიკური უსაფრთხოების რეალობა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს და ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე წელს იგეგმება.

შეხვედრას საბერძნეთის რესპუბლიკის ატაშე, პოლკოვნიკი ვასილიოს ლაგოგიანისი დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics