08:33 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 13:57:23, 653 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს“ შეუძლია

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს“  შეუძლია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტშიც არიან პრორუსული პარტიები.

„პრორუსული პარტიები სამწუხაროდ, ჩვენ პარლამენტშიც გვყავს. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუ ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში რაიმე რეაგირება შეიძლება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება. იგივე ეხებათ ტელევიზიებსაც. არის არაერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც აგრესიის, სიძულვილის, პოლარიზაციის პროპაგანდას ახორციელებს და აქაც სამწუხაროდ, კანონმდებლობა არის უძლური. მე მგონი, ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო მძიმეა, იმიტომ რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობენ, არჩევნებში გარკვეულ წარმატებებს აღწევენ, მათ ბევრად უფრო გავლენიანი მედია რესურსები აქვთ. შესაბამისად, ისინი სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს" შეუძლია", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics