|
2022-03-27 13:54:09, 1120 ნახვა
სამხედრო
დავით გობეჯიშვილს სამშობლოში სავარაუდოდ, 29 მარტს გადმოასვენებენ
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით გობეჯიშვილს სამშობლოში სავარაუდოდ, 29 მარტს გადმოასვენებენ. გობეჯიშვილის მეუღლის, მარიკა კუბლაშვილის თქმით, ის პოლონეთში იმყოფებოდა სამუშაოდ და იქედან გადავიდა უკრაინაში საბრძოლველად. “ვეხვეწე ძალიან ბევრი, არ წახვიდე-მეთქი, იმიტომ რომ ოთხი თითი დაკარგული ჰქონდა ცალ ხელზე. არაო, ჩემს შვილებამდე უნდა მოვიდნენ მაინცდამაინცო? მე და ჩემმა შვილებმა ვიცით, რომ ჩემი მეუღლე გმირულად დაიღუპა”, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე. მისივე თქმით, ქართველი მებრძოლი ოჯახს უმალავდა, რომ ცხელ წერტილში იმყოფებოდა. “ხუთი დღის ჩასული იყო ირპენში. მიმალავდა, მეუბნებოდა კიევში ვარ და მშვიდი ვითარებააო”, – აღნიშნავს მარიკა კუბლაშვილი. დავით გობეჯიშვილი სოხუმიდან დევნილი იყო და ოჯახით ტყიბულში ცხოვრობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო. შეგახსენებთ, დავით გობეჯიშვილი ირპენში ძლიერი შეტაკებების დროს დაიღუპა. ბრძოლისას უკრაინელმა და ქართველმა სამხედროებმა ოკუპანტებს სერიოზული ზიანი მიაყენეს. გააანადგურეს რუსული მიგ-24-ის და მიგ-25-ის ტიპის თვითმფრინავები, 34 ჯავშანტრანსპორტიორი, 14 ტანკი. რუსი ჯარისკაცების ნაწილი ტყვედ აიყვანეს, მათგან რამდენიმე თავად ჩაბარდათ. ბრძოლისას დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)