|
2022-03-27 11:27:16, 1038 ნახვა
სამხედრო
ოკუპანტებს შეეძლოთ 40 000-მდე უკრაინელი რუსეთში იძულებით წაეყვანათ
ოკუპანტების მიერ იძულებით გაყვანილი ან გატაცებული უკრაინელების რიცხვი ახლა შეიძლება 40 000-ს აჭარბებდეს. - ამის შესახებ, უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. „ოკუპანტი ცინიკურად იტაცებს ათასობით ადამიანს ომის ზონებიდან ან დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გაჰყავს ისინი გაურკვეველი მიმართულებით - კვაზი-ჰუმანიტარული დერეფნების გასწვრივ, რომელსაც თავად ქმნის უკრაინასთან შეთანხმების გარეშე“, - განაცხადა მან. „სავარაუდოა, რომ უმეტესად ქალაქელებს არ სურთ „გადარჩენა“ აგრესორის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუსული ჯარები იძულებით იტაცებენ მშვიდობიანი მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან თავად რუსეთში. უკვე საუბარია ათიათასობით უკრაინელებზე რომლებიც, იძულებით გადასახლდნენ ამ გზით“, - ამტკიცებს ვერეშჩუკი. მსგავსი სქემის მიხედვით, ოკუპანტი მოქმედებს კიევის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ნაწილში და ცდილობს ხალხის ძალით გადაიყვანოს ბელორუსიაში. „ჩვენ მუდმივად და მძლავრად ვაძლევთ სიგნალს საერთაშორისო საზოგადოებას და ინსტიტუტებს, რომ აღნიშნული რუსული „დერეფნები“ არის უკანონო, არაა ჩვენთან კოორდინირებული. მით უმეტეს, რომ მეორე მხარეს - დონეცკის და ლუგანსკის მახლობლად - იძულებითი მიგრანტები გადადიან სპეციალურ ფილტრაციის ბანაკებში. ეს ყოველივე ჟენევის კონვენციას არღვევს, მაგრამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) რატომღაც კი გადაწყვიტა თავისი წარმომადგენლობითი ოფისი გაეხსნა დონის როსტოვში, ზუსტად იმისთვის, რომ იმუშაოს რუსეთის ფედერაციაში ძალის გამოყენებით დეპორტირებულ უკრაინელებთან. წითელი ჯვარი შეძლებს მათი სიების შეგროვებას“, - გამოთქვა იმედი ვიცე პრემიერმა. ვიცე-პრემიერის თქმით, ისახება ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტების უძლურება, როგორიცაა ICRC და გაერო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დონის როსტოვში წარმომადგენლობის გახსნა სურს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)