|
2022-03-26 11:07:17, 1246 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი - მუქარის შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ, მაგრამ მოლაპარაკებები გვირჩევნია
რუსეთის ფედერაციას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ მის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, მაგრამ მიაჩნია, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები ყველაზე სწორი გზაა, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებაში, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „რუსეთი არ არის ჩვეულებრივი სახელმწიფო, ეს სახელმწიფოა, რომელიც არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. რუსეთი არის ბირთვული ძალა, ბირთვული იარაღის ყველაზე ძლიერი მარაგის მფლობელი, სტრატეგიული არსენალის მფლობელი. ბუნებრივია, არავინ არავის ემუქრება..ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პოტენციალი იყო გადასული საგანგებო რეჟიმში, რათა ყველას ესმოდეს ის საფრთხეები, რომლებთანაც შეტაკება უწევთ სხვა სახელმწიფოებს, თუ შეეცდებიან გავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე“, - განაცხადა მედვედევმა. მედვედევის თქმით, არსებობს დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საფუძველი, რის შემთხვევაშიც რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი. „პირველი - ეს მაშინ, როდესაც განხორციელდება სარაკეტო შეტევა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებით. მეორე შემთხვევაა, ბირთვული იარაღის მორიგი გამოყენება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. მესამე შემთხვევაა, თავდასხა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალების საქმიანობა პოლარიზდება და მეოთხე - ეს არის აგრესიის აქტი რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რის შემდეგაც საფრთხე ემუქრება ჩვენი ქვეყნის არსებობას“, - განაცხადა მედვედევმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)