23:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 10:09:28, 818 ნახვა

მსოფლიო
ოლაფ შოლცი - გერმანია რუსულ გაზსა და ნავთობს რუბლით არ იყიდის

გერმანია რუსულ გაზსა და ნავთობს რუბლით არ იყიდის. - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა G7-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"არსებობს მყარი კონტრაქტები და მიწოდების ხელშეკრულებები, რაც გადახდას დოლარში ან ევროში ითვალისწინებს"   - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან გერმანიის კანცლერმა,აღნიშნა რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული სანქციები საგულდაგულოდ იყო მომზადებული, ქვეყნებმა გულდასმით განიხილეს, თუ რომელი სანქციები მოახდენს ყველაზე დიდ ეფექტს. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ზომები ძალიან ეფექტურია და ჩვენ მათ მუდმივად ვავითარებთ. ნავთობის, გაზის ან ნახშირის გარკვეული იმპორტის მქონე ქვეყნები არ აქცევენ ამ იმპორტს სანქციების რეჟიმის ნაწილად“, - განმარტა შოლცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics