10:01 - 26 Jul, 2026
|
2022-03-24 15:37:48, 888 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - გიგი უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი გიგი უგულავას მიერ კახა კალაძეზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უგულავა სასოწარკვეთილია, რადგან პოლიტკიაში აღარ არის. დავითულიანის შეფასებით, უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად. „გიგი უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად. ყველას მოღალატე და ყველასგან მიტოვებული ეს არარაობა კახი კალაძეზე რას იტყვის, კალაძეს არაფერს დააკლებს. თავად დაიხრჩობა იმ ბოღმაში, რაშიც იხრჩობა და ეს მისი არჩევანია. რომელ პოლიტიკაშია? - ეს კაცი პოლიტიკაში აღარ არის. ცდილობს, რომ პოლიტიკაში იყოს და სასოწარკვეთილია სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არაფერი რჩება და საკუთარი თავის აქტუალიზაციას შეურაცხყოფებით ცდილობს.“, - განაცხადა დავითულიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)