22:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 12:52:13, 692 ნახვა

მსოფლიო
დმიტრო კულება ევროკავშირის ქვეყნებს - რუსული ნავთობისა და გაზის რუბლში ყიდვით ოკუპანტებს უკრაინელების ხოცვაში დაეხმარებით

ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსული ნავთობისა და გაზის ყდვა იგივეა ერთი ხელით უკრაინას დაეხმაროს, მეორეთი კი რუსებს უკრაინელების ხოცვაში. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.

ამასთან, კულება შესაბამის ქვეყნებს სწორი არჩევნის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

"თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა დაემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნებს თავს დაუხრის, რომ გადაიხადოს ნავთობისა და გაზის საფასური რუბლებში, ეს იგივე იქნება, რომ ერთი ხელით უკრაინას დაეხმაროს, მეორეთი კი რუსებს უკრაინელების ხოცვაში. მოვუწოდებ  ქვეყნებს, გააკეთეთ ბრძნული და პასუხისმგებლიანი არჩევანი." - წერს დმტრო კულება.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, რუსეთი "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზს მხოლოდ რუბლში მიყიდის. თუმცა, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, გაზის სხვადასხვა ვალუტაში შესყიდვას ქვეყნები კვლავ შეძლებენ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics