|
2022-03-21 10:34:32, 773 ნახვა
საზოგადოება
UkrPoshta - მადლიერები ვართ „საქართველოს ფოსტის“, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოსახლეობას, სრულიად უსასყიდლოდ გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში
"მადლიერები ვართ "საქართველოს ფოსტის" ინიციატივის, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მიმართულებით. "საქართველოს ფოსტასთან" არაჩვეულებრივი კავშირი გვაქვს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ფოსტამ ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა, რისთვისაც "საქართველოს ფოსტა" გვერდში გვიდგას. დახმარების პირველი ნაწილი, რომელიც საქართველოდან გამოგვიგზავნეს, ეს იყო სხვადასხვა პროდუქტი, ტანსაცმელი, საკვები, ბავშვებისთვის საჭირო ნივთები, სამედიცინო დახმარება და ა.შ, იმ რეგიონებში გავანაწილეთ, რომლებიც ახლა განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ. ძალიან მადლიერები ვართ ასეთი მხარში დგომისთვის", - განაცხადა უკრაინის ეროვნული საფოსტო ოპერატორი კომპანიის "Ukrposht" - ის საერთაშორისო ოპერაციების ხელმძღვანელმა, იულია პავლენკომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. "საქართველოს ფოსტამ" 28 თებერვლიდან დღემდე 200 ტონამდე ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთი გაგზავნა უკრაინის მიმართულებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიის - „აწარმოე უკრაინისთვის" ფარგლებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პირველი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა. ქართული კომპანიების მხარდაჭერით შეგროვდა 40 ტონამდე პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები, ბავშვთა კვება, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია. ამავე კამპანიის ფარგლებში დამატებით, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი, 10 ტონამდე ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში. ორივე ჯერზე ტვირთების ტრანსპორტირება და ლოგისტიკა „საქართველოს ფოსტამ" უზრუნველყო. ამასთან, „საქართველოს ფოსტამ" 28 თებერვლიდან დღემდე ფიზიკური პირებისგან მიიღო და უსასყიდლოდ გაგზავნა 6 ტონამდე ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათები უკრაინის მიმართულებით.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)