|
2022-03-18 21:04:01, 746 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის პრეზიდენტი ბაიდენს - ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო მშვიდობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის, სი ძინპინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიდეოშეხვედრა, უკვე დასრულდა. შეხვედრა, რომელიც დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა დროს, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს მშვიდობაზე პასუხისმგებლობა ორივე ქვეყანამ უნდა აიღოს. ამის შესახებ ჩინური საინფორმაციო სააგენტო Xinhua იტყობინება. სი ძინპინის თქმით, ჩინეთი და შეერთებული შტატები „როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა“, „არამხოლოდ უნდა წარმართონ რუსეთ-უკრაინას შორის შემდგომი ურთიერთობები სწორ გზაზე, არამედ აიღონ გარკვეული საერთაშორისო პასუხისმგებლობაც და მშვიდობისთვის იმუშავონ“. ჩინეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნოემბრის წინა ვირტუალური შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მისი თქმით, მშვიდობისა და განვითარების დომინანტური ტენდენცია სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და სამყარო, ახლა აღარც მშვიდია და აღარც სტაბილური. „უკრაინის კრიზისი არ არის ის, რისი ნახვაც გვინდა“, - ხაზგასმით აღნიშნა სი ძინპინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)