|
2022-03-17 13:03:04, 612 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური - 2022 წელს, პრიორიტეტი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ეფექტიანად განხორციელება იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით. როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2022 წელსაც გაგრძელდება რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები. „პოლიციელთა სპეციალიზაციისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2021 წელს კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით. რეფორმის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავებულია „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის განხორციელების სამოქმედო გეგმის კონცეფცია.კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2021 წელს დამტკიცდა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სტრატეგია, რომელიც მოიცავს: ანალიტიკური ქსელის გაფართოებას, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა/განახლებას და ადამიანური რესურსების განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)