|
2022-03-16 17:50:18, 762 ნახვა
პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს - ვითხოვთ, შეიქმნას არასაფრენი ზონა უკრაინის ცაში, ყველაზე ბნელ დროს, მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა და გამოსვლისას კიდევ ერთხელ ითხოვა, რომ ჩაკეტონ უკრაინის ცა. როგორც ვოლოზიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის ცის ჩაკეტვა ერთადერთი საშუალებაა, რითიც შეიძლება შეჩერდეს რუსეთის თავდასხმა ქვეყანაზე. „ვითხოვთ, შეიქმნას არასაფრენი ზონა უკრაინის ცაში. ბევრია რასაც ვითხოვთ? ეს ერთადერთი საშუალებაა შევაჩეროთ რუსეთის თავდასხმა ჩვენ ქვეყნებზე. თუ ეს ძალიან ბევრია, გეტყვით გამოსავალს, ჩვენ გვჭირდება თავდაცვის სისტემები იმისთვის, რომ შევაჩეროთ ასეთი საშინელი თავდასხმა ციდან ჩვენს ქვეყანაზე, რომ დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება და ამით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპას ვეხმარებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ის კონგრესმენებს, მეტი გააკეთონ, სანამ რუსული სამედრო მანქანა არ გაჩერდება. „ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს, მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ. სანქციების ახალი პაკეტებია საჭირო, მუდმივად, ყოველ კვირას, სანამ რუსული სამხედრო მანქანა არ გაჩერდება. შეზღუდვებია საჭირო ყველასთვის, ვისზეც ეს უსამართლო რეჟიმია დაფუძნებული“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)