14:53 - 26 Jul, 2026
|
2022-03-12 15:23:48, 1417 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის დაზვერვა: ომის გაგრძელებას მხოლოდ ორი ადამიანი უჭერს მხარს - ვლადიმერ პუტინი და სერგეი შოიგუ
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის გაგრძელებას მხოლოდ ორი ადამიანი უჭერს მხარს - რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციის გენერალიტეტის დიდი ნაწილიც კი ამ ომის წინააღმდეგ გამოდის. „რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში დიდი პრობლემები დაიწყო. სინამდვილეში ახლა მხოლოდ ორი ადამიანია, ვინც პირდაპირ უჭერს მხარს ომის გაგრძელებას. ყველა დანარჩენი ამის შეჩერებას ცდილობს", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)