|
2022-03-10 22:56:20, 828 ნახვა
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო - დედაქალაქი ოკუპანტებისგან შემოჭრის საფრთხის ქვეშაა
„კიევი შემოჭრის საფრთხის ქვეშაა. სამხედროებთან ერთად ვაგრძელებთ კიევის გამაგრებაზე ზრუნვას“, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქში, გათბობა, წყალი, განათება, ინტერნეტი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. ასევე, ღიაა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების უმეტესობაც. „კიევის ხელისუფლება დედაქალაქის საარსებო წყაროს უზრუნველყოფას აგრძელებს. მუშაობს კომუნალური საშუალებები. ქალაქში არის გათბობა, წყალი, განათება, ინტერნეტი. აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების უმეტესობა ღიაა. მიუხედავად ამისა, დედაქალაქი შემოჭრის საფრთხის ქვეშ მაინცაა. ამიტომ, სამხედროებთან ერთად ვაგრძელებთ კიევის გამაგრებაზე ზრუნვას. ჩვენ ჩვენს დამცველებს ვაძლევთ საკვებს და აღჭურვილობას, რომელიც მოდის კიევისა და უკრაინის მეგობრებისგან“, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)