14:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 14:27:00, 811 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის მთავარსარდლობისგან მივიღე თხოვნა, ამიტომ, მე დღეს ვწყვეტ შიმშილობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. ექს-პრეზიდენტის მიმართვა მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ახლა საჭიროა საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია.

"მოვლენები ვითარდება ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე. რუსეთის იმპერია სულს ღაფავს ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის, კიევის მისადგომებთან. გმირი უკრაინელი ხალხი, მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, ამ ეპოქალურ ომს იგებს. მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება. კიევი საქართველოსთვის ახალი კონსტანტინოპოლი და ამჟამად, თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია და ის აუცილებლად გაუძლებს.

ამ სიტუაციაში, ჩვენ, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა და მომზადება. იმ დროისთვის, როცა სიმართლის მომენტი დადგება, ჩემთვის სოხუმის მშვიდობიანი დაბრუნების გზა გადის კიევზე, საქართველოს გათავისუფლება და აყვავება გადის კიევზე.

ახლა ჩვენ გვჭირდება არა დასუსტება, არამედ ძალის მოკრება, რომელიც მალე ძალიან გამოგვადგება. ეს შემეხება მეც.

მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ.

ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ!", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics