|
2022-03-09 15:41:57, 608 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არ დაუშვას ომი
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში არ დაუშვას ომი, რომელმაც შესაძლოა კატასტროფამდე მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა და ხალხი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძე მოუწოდებს საზოგადოებას, რაც არ უნდა რთული იყოს, სიმშვიდით შეხვდნენ რადიკალური ოპოზიციის, იგივე მეხუთე კოლონის მიერ წარმოებულ მტრულ და მავნებლურ კამპანიას> „საზოგადოებას მოვუწოდებთ, რაც არ უნდა რთული იყოს, სიმშვიდით შეხვდნენ რადიკალური ოპოზიციის, იგივე მეხუთე კოლონის მიერ წარმოებულ მტრულ და მავნებლურ კამპანიას, ნუ წამოეგებიან მათ ყოველდღიურ, ძირითადად ფეიკებზე აგებულ პროვოკაციებს და საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს. ახლა მთავარია ვიაროთ სწორი მიმართულებით და მართლები ვიყოთ არა რომელიმე რევანშისტული პარტიის მიერ შექმნილ საომარ ნარატივთან, არამედ ჩვენი შვილების მომავლის, ჩვენი სამშობლოს, მისი უსაფრხოების და ეროვნული ინტერესების წინაშე, რისთვისაც აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)