16:22 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 13:01:20, 523 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2021 წელს განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებასა და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილა რეგიონში განვითრებული მოვლენების პარალელურად საქართველოს უსაფრთხოების საკითხები, სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებით და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება.

შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საზღვრის მიმართულებაზე, ასევე, დანაშაულის სტატისტიკაზე. აგრეთვე იყო მილსადენების საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. ეს იყო მთავარი მიმართულებები, რომლებზეც ვიმსჯელეთ და ასევე, განვიხილეთ სამინისტროს საიდუმლო შესყიდვების საკითხიც,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics