|
2022-03-07 11:13:42, 739 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მაღალი ეკონომიკური ტემპი. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. მანვე დასძინა, რომ საქართველოს არანაირი საშიშროება და საფრთხე არ ექმურება. „გამოწვევები დიდია რეგიონში, მაგრამ ჩვენ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. საჭიროა ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია, ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი აქტიურად ხვდებიან და ესაუბრებიან ბიზნესს, მეც აქტიურად ჩავერთვები და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ტემპი ამ წელს. მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნეთ და შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვექმურება და ასე მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)