16:22 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 23:34:18, 734 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საგარეო უწყება - მიუღებელია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, როცა გვბომბავენ

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მიერ ქართული რძის კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის უფლების მინიჭების გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.

"ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა რუსეთთან, რომლის შეიარაღებული ძალები რაკეტებითა და ბომბებით თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებს, უკიდურესად მიუღებელია.

მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ ჩამოშორდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელისუფლებაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ჩადის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში. რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა მათ დამატებით რესურსს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გასაგრძელებლად და ამ გზით მიღებული მოგება გაჟღენთილია მოკლული უკრაინელების სისხლით.

2008 წელს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელებები, რომლის გავლაც ახლა უკრაინელებს უწევთ. ამავდროულად, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი დაავიწყდა და ცდილობს, რომ მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს". – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურმა (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) განაცხადა, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავდა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics