20:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-05 10:18:27, 579 ნახვა

მსოფლიო
სინგაპურმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა - სია

სინგაპურმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა სანქციები, რომლებიც ექსპორტის კონტროლსა და ფინანსურ ზომებსაც მოიცავს. -  ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ჩვენ დავაწესებთ საექსპორტო კონტროლს იმ ნივთებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას იარაღად უკრაინელებისთვის ზიანის მიყენების მიზნით ან მათ დასამორჩილებლად, ასევე ნივთებზე, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ კიბერ ოპერაციებს“, - ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სანქციების მიხედვით: 

სინგაპური უარს იტყვის რუსეთის ყველა მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავს სამხედრო საქონლის, ტექნიკის, კომპიუტერების, "ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების" ნივთების მიწოდებას.  

სინგაპურის ყველა ფინანსურ ინსტიტუტს ეკრძალება ტრანზაქციების განხორციელება ან საქმიანი ურთიერთობა რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის, VTB ბანკთან, VEB.RF-სთან, Promsvyazbank-სა და Bank Russia-სთან. 

ამასთან, იკრძალება ტრანზაქციები ან სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა რუსეთის მთავრობისა და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის, ასევე, მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სუბიექტისთვის. 

იკრძალება ფინანსური მომსახურების მიწოდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკის სექტორში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics