20:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 20:13:37, 784 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა უკრაინაში, საერთაშორისო სამართალი დაარღვია და პასუხი უნდა აგოს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში, კასეტური ბომბები გამოიყენა, რითიც საერთაშორისო სამართალი დაარღვია და პასუხი უნდა აგოს. 

,,ჩვენ ვნახეთ კასეტური ბომბების გამოყენება და შეტყობინებები სხვა ტიპის იარაღის გამოყენების შესახებ, რითიც საერთაშორისო სამართალი დაირღვა", - თქვა სტოლტენბერგმა. 

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO და მისი მოკავშირეები უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ,,აკვირდებიან".

"მე ასევე მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტი პუტინი და ბელორუსის პრეზიდენტი პასუხისმგებელნი იქნებიან იმისთვის, რასაც აკეთებენ". - დასძინა იენს სტოლტენბერგმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics