20:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 20:09:42, 799 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი შარლ მიშელს ესაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ატომური ელექტროსადგურების დაცვა პრიორიტეტია

„ატომური ელექტროსადგურების, კრიტიკული წარმოების ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა ევროსაბჭოსა და ჩემი საერთო ამოცანაა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელთან დიალოგი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის საკითხს შეეხო.

„დიალოგი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ატომური ელექტროსადგურების, კრიტიკული წარმოების ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა ჩვენი საერთო ამოცანაა. განვიხილეთ მისი განხორციელების გზები. საუბარი იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. ვისაუბრეთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის საკითხი“, - წერს „ტვიტერ“-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics