19:36 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 19:48:59, 907 ნახვა

მსოფლიო
მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა 5 ან 6 მარტს გაიმართოს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა, 5 ან 6 მარტს ჩატარდეს.

როგორც UNIAN იუწყება, ამის შესახებ პოდოლიაკიმ დღეს, ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მოლაპარაკებების ბელორუსში გამართვის მიზეზია ის, რომ რუსული მხარე სხვა შუამავლ ქვეყნებზე უარს ამბობს.

„შესაძლოა, მოგვიანებით იყოს სხვა ქვეყანა... - თურქეთი ან უნგრეთი, ან პოლონეთი, მაგალითად... იმიტომ, რომ ბელორუსი გამოიყენება, როგორც პლაცდარმი ჩვენს ქალაქებზე თავდასხმისთვის“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკიმ.

მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, არ არსებობს მოლაპარაკებების შედეგების საბოლოო დოკუმენტი იმის გამო, რომ რუსეთმა არ შეაფასა უკრაინის პრეზიდენტი და მთლიანად ქვეყანა და გადააჭარბა მოლოდინებს თავის მიმართ.

"ჩვენ საერთოდ არ ვენდობით რუსეთის ფედერაციას, ამიტომ გვსურს გვყავდეს პასუხისმგებელი საერთაშორისო შუამავალი. ჩვენ მივყვებით სამართლებრივ პროცედურას და გამოვასწორებთ ნებისმიერ დარღვევას", - დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics