|
2022-03-04 17:14:18, 775 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ, რაიმე სახის დოკუმენტების ხელმოწერაზე არავითარი საუბარი არ შემდგარა
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ, მხარეებს შორის რაიმე ოფიციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე „არავითარი საუბარი არ შემდგარა“. „შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო ნათლად გადმოგვეტანა ჩვენი ხედვა ამ პრობლემის შესახებ“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. „მოლაპარაკებები არის შესაძლებლობა დელეგაციებმა გადასცენ ერთმანეთს პოზიციების ყველა ელემენტი ზედმეტი შუამავლების გარეშე. ჩვენი პოზიციის ელემენტები მოექცა უკრაინულ მხარეს. ჯერ არ არის საუბარი რაიმე დოკუმენტის (ხელმოწერის) შესახებ. მოლაპარაკებები, რომელიც გაიმართა, კარგი შესაძლებლობა იყო ნათლად გადმოგვეტანა ჩვენი ხედვა ამ პრობლემის შესახებ,“ - თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საკონფერენციო საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)