19:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 16:19:56, 790 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - მეზობელ სახელმწიფოებს ვურჩევდი, არ დაძაბონ სიტუაცია და რაიმე შეზღუდვა არ დააწესონ

რუსეთს არ აქვს რაიმე ცუდი განზრახვა მეზობელი ქვეყნების მიმართ, მისი ყველა ქმედება წარმოიქმნება მხოლოდ მის მიმართ არამეგობრული ზომების საპასუხოდ. -  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახალი მარშალ როკოსოვსკის ბორანის დროშის აღმართვის ცერემონიაზე განაცხადა.

პუტინმა მოუწოდა, მეზობელ ქვეყნებს არ დაძაბონ სიტუაცია და შეზღუდვები არ დააწესონ.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო  ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვები მეზობელი სახელმწიფოების მიმართ და მათ ვურჩევდი, არ დაძაბონ სიტუაცია, არ დააწესონ რაიმე შეზღუდვა. ჩვენ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და ვაგრძელებთ მათ შესრულებას. ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის ან ჩვენი ურთიერთობების გაუარესების საჭიროებას. ყველა ჩვენი ქმედება, თუ ხდება, ხდება ყოველთვის მხოლოდ რუსეთის მიმართ რაიმე არამეგობრული ქმედებების პასუხად.", - განაცხადა პუტინმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics