19:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 11:36:38, 806 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - ნატო-ს უარი საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე სწორი იყო

უარი უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით იყო სწორი, ეს საკითხი არ იდგა და არ დგას დღის წესრიგში, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ტელეარხ ZDF-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაშინ იყო დიდხნიანი მოლაპარაკებები ნატო-ში აღნიშნულ საკითხზე", - განაცხადა შოლცმა. 

კანცლერმა დასძინა, რომ აღნიშნული საკითხი ახლაც არ განიხილება. 

ამასთანავე, შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანება არ არის ის თემა, რომელიც უნდა განიხილონ ახლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics